ხარაგაულში წყლის სისტემას სრული რეაბილიტაციისათვის 180 ათასი ლარი დაიხარჯება.
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “არქ დიზაინ მშეია”. მასთან უკვე ხელშეკრულება გააფორმეს.
საპროექტო სამუშაოების განხორციელებისათვის ვადა მას ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღე აქვს.
პროექტის ფარგლებში ლეღვნის სათავე ნაგებობიდან სოფელ დიდვაკეში, საღანძილესა და დაბა ხარაგაულში შემომავალი წყლის სისტემის მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია მოხდება, რის შემდეგაც მოსახლეობამ ხარისხიანი წყალი 24 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს.
“ხარაგაულში სულ, წყლის ორი სათავე ნაგებობაა: ლეღვნის და პატარა ხარაგაულის. ნალექის მოსვლის შემთხვევაში ლეღვნის სათავე ნაგებობაში წყალი იმღვრევა, რის გამოც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრი წყლის მიწოდებას აჩერებს და ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას. მეორე სათავე ნაგებობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და ამ წყლით მხოლოდ ახალი საავადმყოფო და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა სარგებლობს.”- წერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.