ქუთაისში დროშის დგარის მოსაწყობად შესაძლოა 35 ათას 191 ლარი დაიხარჯოს. ქუთაისის მერიის მიერ
გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. შ.პ.ს “ლიზი” სამუშაოების შესასრულებლად 36 ათას 299 ლარის ნაცვლად მერიას 35 ათას 191 ლარს სთავაზობს. სატენდერო წინადადებების მიღება 13 მარტს დასრულდა.
ინდურმა დეველოპერულმა კომპანიამ “სითი ქონსთრაქშენი” ქუთაისს საჩუქრად დროშის სადგარი აჩუქა, რომელიც უკვე ჩამოტანილია ქუთაისში.მისი სიმაღლე 46,5 მეტრი იქნება.
შეგახსენებთ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ დროშის ტარის მოსაწყობად ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. დროშის დგარის განთავსება პირველად ნიკეას ქუჩაზე, შემდეგ კი ბაგრატის ტაძრის ეზოში იგეგმებოდა, თუმცა ტენდერი ორივე შემთვევეაში ჩაიშალა.