“ნამახვანი ჰესის” მშენებლობა არის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი საქართველოს უახლეს ისტორიაში,
multicat=36 ეს არის ძალიან დიდი კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, ენერგომომარაგებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.” – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას ეს განცხადება “ნამახვანი ჰესის” ინვესტორ კომპანიებთან გამართული დასკვნითი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გავრცელდა.
სამინისტროს ინფორმაციით,, მოლაპარაკებები მათსა და “ნამახვანი ჰესი”-ს ინვესტორთა შორის წარმატებით დასრულდა.
“ეს იყო მოლაპარაკების საბოლოო ეტაპი ხელშეკრულებაზე, რომელიც დაიდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და “ნამახვან ჰესის” ინვესტორებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ მოხერხდა ხელშეკრულების იმდაგვარად ჩამოყალიბება, რომ მიუხედავად დიდი მასშტაბებისა, ჰესი შესრულდება გარემოსდაცვითი უმკაცრესი სტანდარტების დაცვით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ დიდი სოციალური პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე ინვესტორმა და ეს იყო ჩვენი პრინციპული პოზიცია” – აღნიშნა ნათია თურნავამ.
“ნამახვანი ჰესების კასკადი” იმერეთსა და ლეჩხუმში უნდა აშენდეს. პროექტს თურქული კომპანია “ემ კა” და ნორვეგიული ჯგუფი “ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია” ახორციელებს. სამინისტროს ინფორმაციით “ნამახვანის ჰესების კასკადი” მნიშვნელოვანი პროექტი იქნება არა მხოლოდ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, მისი უწყვეტი ენერგომომარაგებისა და საიმედოობისთვის, არამედ იგი ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე ტურიზმის განვითარებას და სხვა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია “ნამახვანჰესის” მშენებლობის შეჩერების შესახებ. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ კომპანიამ სამუშაოები შეაჩერა.მუშები და ტექნიკა ადგილიდან გაიყვანა. პროექტის დროებით შეჩერება და არა შეწყვეტა რადიო “ძველ ქალაქს” “ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია”-შიც დაუდასტურეს.
“ნამახვანჰესის” მშენებლობას ადგილობრივებთან ერთად ეკოლოგებიც ეწინააღმდეგებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ჰესი საფრთხეს არა მხოლოდ ლეჩხუმს, იმერეთსა და კერძოდ ქუთაისს შეუქმნის. გადაშენება ემუქრება ვაზის უნიკალურ ჯიშს, ლეჩხუმურ ცოლიკოურს. დატბორება სოფლები.
სოფლების დატბორვისა და ეკოლოგიური კატასტროფოს საფრთხე – ნამახვანჰესის მშენებლობას ისევ ეწინააღმდეგებიან
ფოტო: ინტერნეტ სივრცე