ქუთაისს, მიმდინარე წლის აგვისტოში, 5 დღიანი სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის
multicat=36 მიერ შერჩეული ჰოლანდიელი ექსპერტი გიდო დენ ტოლე ეწვევა. ექსპერტი ქუთაისის საინვესტიციო პორტფოლიოს შექმნაში მიიღებს მონაწილეობას.
ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქუთაისის ქუთაისის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის ინიციატივა “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ფარგლებში სამდივნოს თანამშრომელთა გაცვლით პროგრამაში გამარჯვებულად გამოვლინდა.
პროექტი მიზნად ისახავს “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” მოქმედი წევრების ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის განხორციელებაში მხარდაჭერას და ევროკავშირის გამოცდილების გაზიარებას.
“საინვესტიციო პორტფოლიოს შექმნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, რომელიც ბიძგს მისცემს პოტენციური ინვესტორების მოძიებას, საერთაშორისო არენაზე ქალაქის ცნობადობის ამაღლებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.”- აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ევროკავშირის ინიციატივას “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” 2017 წლის 30 მაისს მემორანდუმზე ხელმოწერით შეუერთდა.