ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩამომფრენი მგზავრების შესახებ
ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომფრენი მგზავრების 54% ტურისტია. სტატისტიკა 2018 წლის ათი თვის მონაცემებს ეყრდნობა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხელახლა აშენდა 2012 წელს და არის რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას.