ასათიანის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელისა
და საფეხმავლო ბილიკების მოსაწყობად 1 მილიონ 583 ლარი დაიხარჯება. ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანიამ ,,ჯორჯიან სტოუნი” გაიმარჯვა.
კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები 3 თვეში უნდა შეასრულოს. 3 თვის განმავლობაში კომპანიამ კაპიტალურად უნდა მოაწყობს აღნიშნულ ქუჩაზე დახურული ღვარსადენი. ტროტუარები კი 6 სმ-იანი დეკორატიული ფილებით უნდა გაკეთდეს.
შეგახსენებთ, რომ ლადო ასათიანის ქუჩაზე სამუშაოები 2015 წელის შემდეგ მიმდინარეობს.
ფოტო: არქივი