ქუთაისში საახალწლო დეკორაციებისათვის საჭირო

მასალების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა. ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. საახალწლო დეკორაციებისთვის ლითონის მაკომპლექტებელი ელემენტების შესაძენად (არმატურა, მილკვადრატი,ზოლურა) 12 ათას 732 ლარი გამოყო.

სახელმწიფო შესყივა 12 ოქტომბერს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 20 ოქტომბერს იწყება და 22 ოქტომბერს მთავრდება.

“მიმწოდებელი” ვალდებულია საახალწლო დეკორაციებისთვის ლითონის მაკომპლექტებელი ელემენტების შესყიდვა უზრუნელყოს ხელშეკრულების დადებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *