ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები დაიკითხნენ. დემურ დვალმა და იორემ ჭირაქაძემ ბრალდებისა და დაცვის მხარეების შეკითხვებს უპასუხეს. ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლებმა ექსერტიზის დასკვნის ირგვლივ ისაუბრეს.
ექსერტიზის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილები ავარიამდე გამართულ მდგომარეობაში იყო. ექსპერტები შეეცადნენ განემარტათ, შეეძლოთ თუ არა “ბმვ”-ს მარკის ავტომობილის მძღოლს მერაბ კვირიკაშვილსა და “ნისანის” მძღოლს გიორგი პაპასკირს შემთხვევის თავიდან აცილება.
“ნისანის” მარკის ავტომობილის სამოძრაო ზოლში გადავიდა “ბმვ”-ს მარკის ავტომობილი, ამიტომ მის მძღოლზე არ იყო დამოკიდებული ავარიის თავიდან აცილება,”- განაცხადა ექსპერტმა დემურ დვალმა.
ექსპერტებმა უპასუხეს შეკითხვას შეეძლო თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან არიდება მერაბ კვირიკაშვილს. როგორც მათ განმარტეს, ისინი მოწმეების ჩვენებებს დაეყრდნენ, რომლებიც სხვადასხვა პასუხს იძლეოდნენ, რამაც ექსპერტიზის სამ დასკვნაზე გავლენა იქონია. როგორც ექპერტმა დემურ დვალმა განაცხადა, იმის დასადგენად, აირიდებდა თუ არა კვირიკაშვილი საგზაო შემთხვევას, დაზუსტებთ უნდა ითქვას ფიგურირებდა თუ არა საქმეში მესამე ავტომობილი და რა მანძილ იყო ავტომობილებს შორის შეჯახების დროს.
საქმეს მოსამართლე თეიმურაზ კაპანაძე განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავარიის დროს ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის – ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლეც ემსხვერპლა, გარდაიცვალა კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძეც.