ქუთაისის მერიამ საახალწლო დეკორაციებისთვის
ელექტრო მაკომპლექტებელი ელემენტების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. გასანათებელი მოწყობილობების შესაძენად 97 ათას 141 ლარა გამოყოფილი.
თანხა 10 მეტრიანი 1326 ცალი საახალწლო ფოტოდიოდური გირლიანდის, სხვადასხვა სახის ფოტოდიოდური დურალატების (ჯამში 16 483 ცალი), ასევე სხვადასხვა ზომის პლასტმასის ხამუთების (ჯამში 50 ათასი) შესაძენად დაიხარჯება.
დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს საახალწლო დეკორაციებისთვის ელექტრო მაკომპლექტებელი ელემენტების შესყიდვა და მიწოდება საკუთარი ხარჯებით, შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, კ. გამსახურდიას ქ. №65-ის მიმდებარედ.
მისაწოდებელი საქონელი უნდა იყოს ახალი, ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს ფასების ცხრილში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს. “მიმწოდებელი” ვალდებულია საახალწლო დეკორაციებისთვის ელექტრო მაკომპლექტებელი ელემენტების შესყიდვა უზრუნელყოს ხელშეკრულების დადებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.
სატენდერო წინადადებების მიღება 19 ოქტომბერს დაიწყება და 22 ოქტომბერს დასრულდება.