ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე
ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ქალაქ გორლიცში ,,კულტურული მარშრუტების”” მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფება. ფორუმში მონაწილეობენ გაფართოებული წილობრივი შეთანხმების წევრი სახელმწიფოების, ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, ევროპის პარლამენტის, იუნესკოს, იკომოსის და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენლები. ასევე, ტურისტული ორგანიზაციები და ტრანსნაციონალური ქსელები.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მონაწილეობის მიღება სხვადასხვა ტიპის კულტურულ ღონისძიებებში. კულტურული მარშრუტების შესახებ (EPA) პროგრამა დაფუძნდა 2010 წელს, რომელიც ახდენს ,,ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის” სერტიფიცირებას და მიზნად ისახავს ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ ინიციატივებზე პოლიტიკური მხარდაჭერას.
2016 წლიდან საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების 27-ე წევრი სახელმწიფოა.
აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს წევრი სახელმწიფოების მონაწილეობას ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამაში და შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე განხორციელებას.
ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (EPA) მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წელს საქართველო კულტურული მარშრუტების რიგით მე-11 ფორუმს უმასპინძლებს, ამ ეტაპზე, მასპინძელ ქალაქებად ქუთაისი და ბათუმი განიხილება.