ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მამამ შვილი დაჭრა.
შემთხვევა ოჯახური შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამა-შვილს შორის უთანხმოება უძრავი ქონების გაყიდვაზე საუბარს მოჰყვა.
პოლიციამ მამა ადგილზე დააკავა, შვილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა ერთი დღის წინ მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.