ქუთაისში მედიკოსთა დღე
აღნიშნეს. ღონისძიება ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. საზეიმო მიღებაზე მოწვეული სტუმრები, მერიისა და გუბერნიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
“მინდა პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ქალაქის სამედიცინო პერსონალის მიმართ. ძალიან ბევრს აკეთებთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ და წარმატება გისურვოთ. გამოვხატო მზადყოფნა, ჩვენი, თვითმმართველობის ნებისმიერ საკითხში რაც შეგვეძლება. ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით და ნებისმიერი საკითხი რაც არ უნდა იყოს შევეცდებით გადავჭრათ და ყველა მიმართულებიტ მოგეხმაროთ, რადგან თქვენი პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია”,- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მედიკოსთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ბოტანიკური ბაღში მოეწყო ექიმ თემურ ძიძიგურის ნახატების გამოფენა:
ბოტანიკურ ბაღში ვ.გიორგაძის თოსნობით დაარსებული სამედიცინო მუზეუმისა და მერაბ კვიცარიძის პირადი კოლექციიდან ექსპონატების დათვალიერება იყო შესაძლებელი:
დაჯილდოვდნენ საპატიო ქუთაისელებიც.
მედიკოს მუშაკთა დღეს საბჭოთა კავშირის პერიოდში შემოდგომაზე, ნოემბერში აღნიშნავდნენ. ტრადიცია რამდენიმე წელია ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით აღდგა და ყოველი წლის ივლისში ქუთაისში კვლავ აღინიშნება.