ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან
10 ოპოზიციური პარტიების ერთობა – სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია პრეზიდენტობის კანდიდატს წარადგენს. პოლიტიურმა პარტიებმა კანდიდატად ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე შეარჩიეს. ქუთაისელ ამომრჩეველს ხვალ მას 21 საათზე წარუდგენენ. ვაშაძემ მერის არჩევნებში ხმათა 27 პროცენტი მიიღო და მეორე ტურში გადავიდა, თუმცა “ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიტიკური მიზეზების გამო მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, ამჯერად პარტიების ერთობა – სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია შემდეგი პოლიტიკური პარტიები არიან გაერთიანებული:
“ახალი საქართველოსთვის” – ნიკოლოზ ვაშაკიძე; “ემსახურე საქართველოს” – მურმან დუმბაძე; “ეროვნულ დემოკრატიული პარტია” – ბაჩუკი ქარდავა; “სახელმწიფო ხალხისთვის” – ნიკა მაჭუტაძე; “ქრისტიან კონსერვატიული პარტია” – შოთა მალაშხია; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ნიკანორ მელია; “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის” – ზურაბ ხარატიშვილი; “ახალი საქართველო” – გიორგი ვაშაძე; “საქართველო ლიდერთა შორის” – მამუკა გამყრელიძე; “საქართველოს ევროპელი დემოკრატები” – პაატა დავითაია.