“ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ
კვლევაში არის შეცდომები”- “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ქუთაისის საკრებულოდან პასუხობენ. ორგანიზაციამ გუშინ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლის შედეგად კვლევა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ რამდენიმე მათგანმა არ ასახა ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.
“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” კვლევასთან დაკავშირებით უნდა ავღნიშნოთ, რომ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში არის შეცდომები. ქონებები რომლებიც ფიქსირდება კვლევაში წლების წინ არის გაუქმებული და ფინანაური ბრუნვა არ ფიქსირდება. საერთაშორისო გამჭირვალობისგან განსხვავებით საჯარო სამსახურის ბიუროს, არასწორად შევსები დეკლარაციის გამო ჩვენთვის არ მოუმართავს, აქედან გამომდინარე კარგი იქნება თუ კი აღნიშნული ორგანიზაცია მეტი პასუხისმგებლობით და ყურადღებით აწარმოოს კვლევებს და შემდეგ გაასაჯაროებს.”- განაცხადა საკრებულოს იურდიული კომისიის თავმჯდომარე ვლასი გარდაფხაძემ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოში” კი თვითმმართველობის განცხადებას ეხმაურებიან:
“სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით კვლევაში წარმოდგენილი ყველა კომპანიას დღესაც აქტიური სტატუსი გააჩნია, თანამდებობის პირები კი მათ მეწილეებად ან/და დირექტორად ირიცხებიან, რომლის დასტურადაც თითოეულ შემთხვევაზე თან არის დართული (ჰიპერლინკის მეშვეობით) შესაბამისი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან. კანონდებლობის თანახმად, სამეწარმეო სუბიექტი არსებობას მხოლოდ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ წყვეტს. ყველა კომპანია, რომელიც ნახსენებია კვლევაში, იძებნება საჯარო რეესტრისბაზაში “აქტიურის” სტატუსით.
შესაძლებელია კომპანიების ნაწილი აღარ ფუნქციონირებდეს, თუმცა ეს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირს ვალდებულებისაგან, რომ კომპანიაში წილის არსებობის შესახებ მიუთითოს თანამდებობის პირის დეკლარაციაში და გათავისუფლდეს დირექტორის თანამდებობიდან.
ჩვენი კვლევა ეფუძნება საჯარო და სამეწარმეო რეესტრებიდან მიღებულ ინფორმაციას და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აღნიშნული ინფორმაციის გადაამოწმება. შესაბამისად, კონკრეტული არგუმენტის გარეშე განაცხადო რომ კვლევაში არის შეცდომები – არ არის დამაჯერებელი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.”- აცხადებენ ორგანიზაციაში.
ქუთაისის საკრებულოს წევრების დამალული ქონება და ბიზნეს წილები
ქუთაისის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების დამალული ქონება და ბიზნეს წილები