საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ინფორმატიკის
ოლიმპიადებში გამარჯვებულებს ქუთაისის მერია საზაფხულო ბანაკში გაუშვებს. საჯარო სკოლების მოსწავლეები შავი ზღვის კურორტზე გაემგზავრებიან. 25-დან 31 აგვისტოს ჩათვლით 50 მოსწავლის სწავლისა და დასვენებისათვის სასტუმროს ხარჯებს ქუთაისის მერია დაფარავს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სასტუმროს მომსახურეობისათვის 12 ათას 500 ლარია გათვალისწინებული.
მიმწოდებელი” ვალდებულია სასტუმროში უზრუნველყოს კვება დღეში სამჯერ და სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: სასტუმრო უნდა მდებარეობდეს ზღვის სანაპიროდან მაქსიმუმ 150-200 მეტრის რადიუსში, ბანაკის მონაწილეებს ზღვის სანაპირომდე მისასვლელად არ უნდა მოუხდეთ ავტო და რკინიგზის მაგისტრალის გადაკვეთა, მონაწილეები უნდა განთავსდნენ 6 ორ ადგილიან და 13 სამ ადგილიან ნომრებში ცალ-ცალკე საწოლებით; სასტუმროში უნდა იყოს ერთი დიდი საკონფერენციო დარბაზი (50 მონაწილისათვის), დარბაზში უნდა იყოს შესაბამისი რაოდენობის სკამი მინიმუმ 50), სამუშაო მაგიდები (თითო მაგიდა 4-5 მონაწილისათვის.), პროექტორი, პროექტორის დაფა, ასევე ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, 2 ლეპტოპი; აუცილებელია 7 სამეცადინო ოთახი გამოიყოს სხვადასხვა საგნებში გაკვეთილების ჩასატარებლად (დღეში 2-ჯერ); ოთახებში უნდა იყოს 10 სკამი სამუშაო მაგიდები, დაფა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიღება 13 ივლისს იწყება და 16 ივლისს მთავრდება.