ლიტვაში მოღვაწე ქართველი მხატვრის,
ალეკო ლომაძის პერსონალურ გამოფენას ქუთაისი უმასპინძლებს. 6 ივლისს ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრის ფოიეში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მიმდინარეობა. გამოიფინება აბსტრაქტული და ქვის ფერწერული ნამუშევრები, პორტრეტები და ხატწერის ნიმუშები. დამთვალიერებელი ხელოვანის 200 – მდე ნამუშევარს გაეცნობა.
ალეკო ლომაძე ლიტვისა და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. საქართველოში მან უკვე 5 პერსონალური გამოფენა გამართა. შესრულებული აქვს პატრიარქის, შოთა რუსთაველის, ექვთიმე თაყაიშვილისა და ბევრი სხვა წმინდანის პორტრეტები. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო მსოფლიოს 20 – მდე ქვეყანაში.
გამოფენა 15:00 სთ-ზე გაიხსნება.
გამოფენის მხარდამჭერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ ” ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება”.