ჭიათურაში ოლიმპიური გარბენი გაიმართება.
ღონისძიება 23 ივნისს მოეწყობა.
მარათონის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვაა.
გარბენში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მათ შორის- სპორტსმენსაც.
გარბენი პრესის სახლიდან დაიწყება და 25-ის საბაგიროსთან დასრულდება.
ღონისძიების ორგანიზატორი ჭიათურის მერიის სპორტისა და ახალგაზრდული საქმიანობის განყოფილებაა.