წელს ქუთაისის მასშტაბით 13 სავარჯიშო

მოწყობილობის დამონტაჟება იგეგმება.თითოეულის ღირებულება კი 19 000 ლარამდეა.

,,წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დავპირდით, რომ აქ სავარჯიშო სპორტული მოწყობილობები დამონტაჟდებოდა.ეს ჩვენი მხრიდან ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას და პოპულარიზაციას ემსახურება. გვინდა, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი ასეთი სივრცე შეიქმნას ახალგაზრდებისა და მოზარდებისთვის,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მაჟორიტარ დეპუტატ კახა ბოჭორიშვილთან ერთად ნიკეაზე სამხედრო დასახლებაში სავარჯიშო მოწყობილობები მოინახულა, რომლის სამონტაჟო სამუშაოები უკვე დასრულდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *