საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2018” დასრულდა.
ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა. ნომინაციები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ნომინაციაში საუკეთესო სპექტაკლი საჩხერის სახალხო თეატრმა სპექტაკლით ,,მეფე ლირი” გაიმარჯვა.
საუკეთესო რეჟისორად თერჯოლის სახალხო თეატრის რეჟისორი მამუკა ცერცვაძე დასახელდა.
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ჯილდო ბაღდათის სახალხო თეატრის მსახიობ მელიტონ ჯაფარიძეს გადაეცა.
ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ხარაგაულის თეატრის მსახიობი ირინე ჩხეიძეს დაჯილდოვდა.
ქალის როლის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელად საჩხერის თეატრის მსახიობი მარიამ ტაბატაძე აღიარეს.
მამაკაცის როლის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელი ვანის სახალხო თეატრის მსახიობი ამირან შარაშენიძე გახდა.
მამაკაცის როლის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელად ჟიურიმ ხონის სახალხო თეატრის მსახიობი დემურ საღარეიშვილი დაასახელა.
მამაკაცის ეპიზოდური როლის შესრულებისათვის წყალტუბოს სახალხო თეატრის მსახიობი დავით ხიჯაკაძე დაჯილდოვდა.
ნომინაციაში ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის ბაღდათის სახალხო თეატრის მსახიობი ლელა ჭრელაშვილი დაჯილდოვდა.
ნომინაციაში საუკეთესო მხატვრული გაფორმება ბაღდათის სახალხო თეატრის სპექტაკლისათვის ,,სამანიშვილის დედინაცვალი” და წყალტუბოს თეატრის სპექტაკლისათვის ,,კაცი რომელსაც ღვინო არ უყვარდა” მხატვარს მამუკა ტყეშელაშვილს.
ბავშვთა ესთეტიკური აღზრდისთვის პრიზი ტყიბულის მეექვსე საჯარო სკოლის დასს გადასცეს.
უცხოური დრამატურგიის საუკეთესო თარგმნისთვის პრიზი სამტრედიის სახალხო თეატრის რეჟისორს ლოლიტა ჯორჯიკიას გადაეცა.
ახალგაზრდა ჟიურის რჩეული წყალტუბოს სახალხო თეატრი გახდა.
მაყურებლის რჩეულად კი სამტრედიის სახალხო თეატრი დასახელდა.
თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის მუნიციპალიტეტების სახალხო თეატრები და ბაქოსა და პოლონეთის დამოუკიდებელი თეატრალური დასები იღებდნენ.