ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდის,
დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად აქცია ქუთაისში 19 საათზე დაიწყო. რიგითი მოქალაქეები თავდაპირველად ქუთაისში ცენტრალურ ბაღთან შეიკრიბნენ.
მოგვიანებით აქციამ ცენტრალური ბაღის მინდებარე ტერიტორიიდან მესხიშვილის თეატრის წინ გადაინაცვლა. აქციას არასამთვრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები შეუერთდნენ.
მესხიშვილის თეატრთან შეკრებილებმა მოგიანებით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.
შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყეტილებას გააპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.