ქუთაისში მიმდინარე  სოლიდარობის აქციაზე

იმყოფებოდა გადრაცვლილის ნათესავი. დავით სარალიძის დედის დეიდა ინგა ყურაშვილი. მან განაცხადა, რომ მხოლოდ პროკურორ შოთაძის გადაგომა სიტუაციას ვერ შეცვლის და სისტემა ძირეულად უნდა შეიცვალოს.

“დათუნა ქუთაისში იზრდებოდა და შემდეგ გადავიდნენ თბილისში. ზაფხულში ჩამოსული რომ იყო აქ ბავშვები გაიცნო ბიჭები და მეუბნებოდა, ბებო თბილისში რატომ გადავედით, აქ რა ჯიგარი ხალხი ყოფილაო. ეს სიტყვები არასოდეს არ დამავიწყდება. ეს ალბათ ეპოქის დანაშაულია, სისტემური. დააფარეს ხელი მკვლელებს. დათუჩა ჩემი გაზრდილია, როცა დედამისი საზღვარგარეთ იყო თვეში 4-5-ჯერ ჩავდიოდი თბილისში. ვაჟკაცი ბიჭი მოუკლეს ქართველებს და ხელს ნაძირლებს აფარებენ. შოთაძის გადადგომით სისტემა არ შეიცვლება. სისტემა ძირეულად უნდა შეიცვალოს. გახმაურებული საქმეები რომელიც არ გამოიძიეს საკმაოდ ბევრი იყო და ეს კიდევ რომ არ მოხდეს ამისათვის ძირეული ცვლილებებია საჭირო”. –  განაცხადა ინგა ყურაშვილმა. 

შეგახსნებთ, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცის ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე 19 საათზე და იწყო და ის ახლა პარლამენტთან გრძელდება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *