როგორ და რა პერიოდულობით უნდა განხორციელდეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა, ქიმიური და ბიო

პრეპარატების ნაირსახეობები და   მათი გამოყენების წესები – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები სოფელ ჯუმათის მოსახლეობას შეხვდნენ.

მოსახლეობამ დეტალური ინფორმაცია მიიღო იმ სხვადასხვა ხერხებზე, რომლებმაც აზიური ფაროსანასგან მომდინარე ზიანი უნდა შეამციროს. ხშირი იყო კითხვები ფუტკართან დაკავშირებული შეკითხვებიც.

სამმართველოს წარმომადგენლებმა სოფელ ჯუმათის მოსახლეობას მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად საინფორმაციო ფლაერები და  ბუკლეტები დაურიგეს. უწყების უფროსმა სპეციალისტმა ომარ ჩხატარაშვილმა კი ადგილობრივებს სამინისტროს მოქმედი ცხელი ხაზი 15 01-ის შეახსენა, სადაც მოსახლეობას აზიური ფაროსანას საკითხზე ნებისმიერი ინფორმაციის მირება ან მოწოდება შეუძლია.

ომარ ჩხატარაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი სპეციალისტი;

ავთანდილ ჩხარტიშვილი – სოფელ ჯუმათის მკვიდრი;

ენვერ ჯაჯანიზე – სოფელ ჯუმათის მკვიდრი.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *