თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკული დავით სარალიძის მამას,
ზაზა სარალიძეს, ქუთაისში სოლიდარობას გამოუხადებენ. აქცია 19 საათზე ცენტრალურ მოედანზე იგეგმება. აქციის მონაწილეები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყეტილებას გააპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.
“დღეს ქუთაისსში 19:00 საათზე ცენტრალურ მოედანზე თეთრ ბოძებთან ვაპირებთ შეკრებას ყველა ის ვისაც გული შეგვტკივა და განვიცდით განვითარებულ მოვლენებს. გვსურს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ დაზარალებულ მხარეს, ასევე დავანახოთ თანამოქალქეებს რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს ერთად ყოფნა.” – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
19 საათზე მასშტაბური აქციის გამართვა თბილისში, თავად ზაზა სარალიძემაც დაანონსა.
“დამიდექით გვერდით, რომ ეს სისტემა დავანგრიოთ, ძირს ეს სისტემა,”- აღნიშნა სარალიძემ
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.