1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
ამასთან დაკავშირებით ქალაქის მერია სხვადასხვა ღონისძიბებს გამართავს. პროგრამა ასეთია:
დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე – ბ.გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და ფინანსური უზრუნველყოფით უფასოდ მოემსახურება ბავშვებს.
14:00 საათი – საბავშვო სივრცეში ცენტრალურ ბაღში: ნიღბებისა და კოსტუმირებული პერსონაჟების წარმოდგენა, ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სტუდიის ბავშვების ნამუშევრთა გამოფენა, სახეზე მოხატვა, ხატვა, ფერადი ბუშტები.
16:00 – საათი გალერეა “ვარლა” ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სტუდიის ბავშვების ნამუშევრთა გამოფენა “ცა ყველასთვის ერთია”.
15:00 საათი – ავტოქარხნის ხიდიდან კიკვიძის სკვერამდე გარბენი 3 კმ.-იან დისტანციაზე “სიცოცხლე – მოძრაობაა!” სსიპ გ. კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის აღსაზრდელების და ქუთაისის საჯარო სკოლების X-XI-XII მოსწავლეების მონაწილეობით.