მესხიშვილის თეატრი, “თეატრალური იმერეთის ფარგლებში”, მორიგ სპექტაკლს უმასპინძლებს.
მაყურებელი სცენაზე ბაღდათის სახალხო თეატრის დასს იხილავს.
რეჟისორ ავთანდილ სახამბერიძის სპექტაკლი “სამანიშვილის დედინაცვალი” დღეს, 18:30 საათზე დაიწყება.
“თეატრალური იმერეთი” 22 მაისს დაიწყო და 8 ივნისს დასრულდება.
ფესტივალზე იმერეთის მუნიციპალიტეტებში არსებული თეატრები და მოწვეული დასები სხვადასხვა სპექტაკლს წარმოადგენენ.
ფესტივალის დასასრულს გამოვლინდება გამარჯვებულიც.