იდეის ავტორი და განმხორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგია”.
“ენერგიის დამზოგავი ველოსიპედების აწყობაზე მუშაობა 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს არის ერთ-ერთი კარგი საშუალება, მოსახლეობამ დაინახოს ალტერნატიული ენერგოსაშუალებების მაგალითები. ენერგიის დამზოგავი ველოსიპედებით გვინდა, ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება,” – ამბობს RICDOG-ის გენერალური მდივანი ეკატერინე მარუქაშვილი.
ენერგიის დამზოგავი ველოსიპედები მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით დამონტაჟდა.
ველოსიპედები RICDOG-მა პროექტის “Сharging Eco Space”-ის ფარგლებში განათავსა. პარკში განთავსებული ველოსიპედების სკვერს სიმბოლურად “Сharging Eco Space” ეწოდა.