“პროექტის მიზანია, შექმნას სივრცე, სადაც თემს შესაძლებლობა ექნება გამოხატოს თავისი მოსაზრებები კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. გვინდა, მოსახლეობამ დაინახოს ალტერნატიული ენერგოსაშუალებების მაგალითები და დაფიქრდნენ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა საშუალებებზე,”-აცხადებენ ორგანიზაციაში.
პროექტი “СhargingEcoSpace” 350.org-ისა და გლობალური მწვანე გრანტების ფონდის მხარდაჭერით RICDOG-ის მიერ ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ხორციელდება.