განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა იმერეთის
მუნიციპალიტეტების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოების შესაძლებლობების განვითარების მიზნით შეხვდრა გამართა. ორაგანიზაციის თავმჯდომარის, ლიკა კილაძის თქმით მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების გაძლიერება რეგიონებში. შეხვედრა პროექტის “თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის” ფარგლებში გაიმართა.
“პროექტი არის სამ წლიანი და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მათ შორის ქალთა ჯგუფების გაძლიერებას, რომლებიც წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ოჯახის წევრებს. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია საგრანტო კომპონენტები, რომლებიც სპეციალური სერვისების ინიცირებას ითვალისწინებს ადგილობრივ დონეზე. ერთერთი დიდი კომპონენტია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოებისა და მათი წვერების გაძლიერება, რათა მათ უფრო ეფექტურად უზრუნველყონ ადვოკატირება თავიანთ რეგიონებში “.- განაცხადა განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ.
ადგილობრივი საბჭოების გაძლიერებასთან ერთად, ევროკავშირის პროექტის “თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის” მიზანი 8 სხვადასხვა რეგიონში სოციალური საწარმოების შექმნაა. საწარმოებმა ხელი უნდა შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას