ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის განახლება მიმდინარეობს.
ამჟამად 8 ავტობუსია განახლებული. რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას შპს “სამგზავრო 2007”-ის დირექტორი ალეკო დვალიშვილი განმარტავს, რომ ტრანსპორტი შშმ პირებზე ადაპტირებულია.
“ყვითელი ავტობუსები ძირითადად ადაპტირებულია. არ არის საფეხურები და შესაძლებელია, შშმ პირი ეტლით თავისუფლად შევიდეს,”-განაცხადა დვალიშვილმა.
დვალიშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე ავტობუსები მარჯვენა და მარცხენა წრიულისა და #22 საავტომობილო ხაზებზე ჩანაცვლდა.
ძველი ტრანსპორტის განახლება ეტაპობრივად მოხდება.