კრივში მსოფლიო ჩემპიონის, აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი
მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ქუთაისში გაიმართება. ტურნირის ორგანიზებისათვის 10 ათას ლარიანი ტენდერი ქუთაისის მერიამ გამოაცხადა.
მიმწოდებელი” ვალდებულია უზრუნველყოს კრივში მსოფლიო ჩემპიონის, აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირის ორგანიზება 7,8,9 და 10 ივნისს.
,,მიმწოდებელი” ვალდებულია ტურნირის მონაწილეები უზრუნველყოს სასტუმრო მომსახურებით, ასევე უზრუნველყოს 2018 წლის 9 ივნისს ბანკეტის ორგანიზება რესტორნის ტიპის დაწესებულებაში.
სატენდერო წინადადებების მიღება 19 მაისს იწყება და 21 მაისს მთავრდება.
აკაკი კაკაურიძე ქუთაისის კრივის სკოლის აღზრდილი იყო, რომელმაც შემდგომ მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი. სახელოვანი სპორტსმენი 2001 წელს, 29 წლის ასაკში ჩიკაგოში ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.