ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ექიმ ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვას აგრძელებს. პროცესი 11 საათზე დაიწყო. დღეს დაცვის მხარე შესავალი სიტყვის წაკითხვას გააგრძელებს. გარდა ამისა, იგეგმება თავად ირაკლი მერკვილაძის შესავალი სიტყვის მოსმენაც. საქმეს მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე განიხილავს.
წინა სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ წერილობითი დოკუმენტაციები წარმოადგინა და საქმეში მტკიცებულების სახით დართვას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის N2 ახალი სამშობიაროს მთავარმა ექიმმა, ირაკლი მერკვილაძემ, 22 წლის ვიოლეტა მატინოვას საკეისრო კვეთა 2013 წელს ჩაუატარა. პაციენტი ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
საქმის დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ, 2018 წლის 26 იანვარს, ირაკლი მერკვილაძე სასამართლო დარბაზში დააკავეს. მას ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა.