ევროპის დღეების ფარგლებში წყალტუბოში

ღონისძიებები გაიმართა. წყალტუბოს პარკში მდებარე ერთ-ერთ ხიდს “ევროპის ხიდი” დაარქვეს. გახსნის ცერემონიალს წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, მერი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

” ევროპა არის, რისკენაც ჩვენი წინაპრებიდან მოყოლებული ვიბრძვით, რომ გავხდეთ მისი ნაწილი. ევროპის დღებთან დაკავშირებით წყალტუბოში დაიგეგმა ღონისძიებები, შევუერთდით ამ დიდ აქციას და გაისხნა წყალტუბოში ევროპის ხიდი.”- განაცხადა წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

ევროპის დღეების ფარგლებში ტურიზმის განვითარების ცენტრში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საჯარო ლექციაც გაიმართა.

“საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. გვქონდა წყალტუბოში ახალგაზრდებთან შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ იმ სიკეთეებზე რასაც ევროპა იძლევა და იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ვართ.”- განაცხადა წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა.

ღონისძებაში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი იყო ჩართული. მაისურებში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა დროშები და უვიზო მიმისვლის,ევროკავშირის 10 მითის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.

ევროპის დღეების ფარგლებში იმერეთის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *