18 მაისს ქუთაისში “ეროვნული სამოსის დღეს” აღნიშნავენ.
ღონისძიების მიზანი ქართული ტრადიციული სამოსის პოპულარიზაციაა. იდეის ავტორები მსურველებთან ერთად, ამ დღეს ქართული ტრადიციული სამოსს მოირგებენ. ქალაქის მასშტაბით იგეგმება კოსტიუმირებული მსვლელობა. ქუთაისის გარდა ეროვნული სამოსის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.
ეროვნული სამოსის დღე პირველად 2017 წელს აღინიშნა.
დეტალურ ინფორმაციას, თუ რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქალაქის მასშტაბით, რადიო “ძველი ქალაქი” მოგვიანებით მოგაწვდით.