“ჰარი-ჰარალე,დედაო!” – ქუთაისში, თეთრ ხიდზე,
რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმის ჩვენება გაიმართა.
სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ჩვენებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად რეზო გაბრიაძის შვილი ლეო გაბრიაძე დაესწრო, რომელიც ამავდროულად ფილმის რეჟისორია.
“მე დავინახე ისეთი რეზო გაბრიაძე, როგორიც ის არის სინამდვილეში. ვფიქრობ, ფანტასტიური ნამუშევარია. შესანიშნავი სცენარი, ძალიან მნიშვნელოვანი განძით და დიდი ემოციებით ვარ დატვირთული. ამ ხიდზე ფილმის ჩვენებაც სიმბოლურია, რადგან ის ამ ფილმის რეფრენი იყო. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენებას დავესწარი”- აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.
ანიმაციური, ბიოგრაფიული ფილმის ჩვენების ორგანიზატორი, ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილება იყო.