აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში,
საბიბლიოთეკო კორპუსის წინ ქართული ანბანის ძეგლი დაიდგმება. განცხადება უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას გააკეთა.
როგორც რექტორმა განმარტა, ძეგლისათვის მაკეტი მომზადებულია და ახლო მომავალში ტენდერი გამოცხადდება.
“საბიბლიოთეკო კორპუსის წინ ანბანის ძეგლი უნდა დავდგათ. ვფიქრობთ, ახალ 85-ე სასწავლო და ამავდროულად საიუბილეო წელს ძეგლის გახსნითა და სხვა სიახლეებით დავიწყებთ,”-განაცხადა გიორგი ღავთაძემ.
ახალი საბიბლიოთეკო კორპუსი სრული დატვირთვით მუშაობას სექტემბრიდან დაიწყებს. კორპუსში ბიზნეს ინკუბატორი, “ფაბლაბი”, მულტიმედია ლაბორატორია განთავსდება.