ქუთაისის 18 სკოლაში სარემონტო სამუშაოები ჩატარდება.
სამუშაოების შესასრულებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი ქუთაისის მერიამ გამოაცხადა. დოკუმენტების მოსამზადებლად 10 ათასი ლარია გამოყოფილი.
სარემონტო სამუშაოები ჩატარდება №2, 6,7,8,13,15,20,23,25,26,28,29,31,33,34,35,38,40 სკოლებში. ძირითადად გამოიცვლება დაზიანებული სახურავები და მოწესრიგდება სველი წერტილები. მე-40 სკოლაში კი მეოთხე სართულზე, არსებული, მინის ბლოკებით შემდგარი დაზიანებული კედლის დემონტაჟი მოხდება და მის ნაცვლად ახალ კედელს ააშენებენ.
სამუშაოების მოსამზადებლად დოკუმენტაციის მომზადებაზე სატენდერო წინადადებების მიღება 27 აპრილს იწყება და 30 აპრილს მთავრდება.