საქართველოს საჯარო სკოლებში საქართველოს
შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებით ლექციებს წაიკითხავენ.
თავდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად მასშტაბური პროექტის – “ჩვენი ჯარი” განხორციელება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს ეტაპობრივად შეხვდებიან. სამხედრო მოსამსახურეები სკოლის მოსწავლეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, საერთაშორისო მისიებსა და სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციებს მიაწვდიან.