ქუთაისის მერიის
შენობაზე სახელწმიფო დროშა დაუშვეს.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დროშები დაუშვეს.
შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს, გამთენიისას ტყიბულის მინდელის შახტში ექვსი მუშა გარდაიცვალა, ხოლო სამი მძიმედ დაშავდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.