წყალტუბო-ქუთაისის ცენტრალურ მაგისტრალზე გარეგანათების
ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის” მმართველის თორნიკე ჯიქიას განცხადებით, 8 კმ-იანი კაბელისა და ნათურების გამოცვლის სამუშაოები ამავე ა(ა).ი.პ-ის თანამშრომლებმა ხარისხიანად და ოპერატიულად შეასრულეს.
წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, წყალტუბო-ქუთაისის ცენტრალური გზის გარეგანათების საკაბელო ქსელის რეაბილიტაციისთვის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
გარეგანათების ქსელის მოწესრიგებისა და სანათების შეცვლის პროცესი ქალაქ წყალტუბოს რამდენიმე ქუჩაზეც მიმდინარეობს.