ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის საქმის
არსებითი განხილვა გაიმართა. პროცესზე კვირიკაშვილის მეგობარი, ავარიის დროს მის მანქანაში მყოფი, გიორგი ლომინაძე დაიკითხა.
როგორც ლომინაძემ დაკითხვის პროცესში განაცხადა, შეჯახების დროს მობილურში იხედებოდა და შემთხვევის დეტალები არ დაუნახავს.
“შეჯახების მომენტი ვიგრძენი, არ დამინახავს. ავტოპილოტი გვქონდა ჩართული, დარწმუნებული ვარ რომ მაღალი სიჩქარით არ მივდიოდით. 18 წლის ბავშვები არ ვართ. ვიცი, რომ ძალიან მშვიდად მივდიოდით,”-განაცხადა ლომინაძემ.
მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატის ნუგზარ კვინიკაძის თქმით, დაკითხულ მოწმეს რაიმე არსებითი ჩვენება არ მიუცია.
აღნიშნული საქმის არსებითი განილვა 30 აპრილს, 16:00 საათზე გაგრძელდება, სადაც სხვა მოწმეები დაიკითხებიან.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ.