იმერეთის ორ მუნიციპალიტეტში
ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება. ტყიბულში ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ხოლო ხონში პოლიკარტე კაკაბაძის სახლ-მუზეუმი რეაბილიტირდება.
ასევე, ხონის მუნიციპალიტეტის ტურისტულ ზონაში საპიკნიკე ადგილები მოეწყობა და ხონის ელექტრონული რუკა დაიდგმება.
აღნიშნულ პროექტებს რეგიონალური ინიციატივების ცენტრი “ნათელი მომავალი” მსოფლიო ბანკისა და “ელკანას” დაფინანსებით ახორციელებს. პროექტების ხარჯების 20%-ს ადგილობრივი თვითმმართველობები ფარავენ.
რეგიონალური ინიციატივების ცენტრის წარმომადგენელის მარიკა ვაჭარაძის თქმით, პროექტების განხორციელება პირველი აპრილიდან იწყება და სამ თვეში დასრულდება.