ქალის ეპიზოდური როლის
საუკეთესო შესრულებისთვის ენდი ძიძავა დააჯილდოვეს. საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ყოველწლიური პრემიის “წლის საუკეთესო ნამუშევარი – 2018” – ის ფარგლებში მას ჯილდო სპექტაკლში “უბედურება” ეპიზოდური როლის შესრულებისთვის გადასცა.
სპექტაკლის “უბედურება” პრემიერა 2017 წლის 27 სექტემბერს შედგა. დამდგმელი რეჟისორი გიორგი სიხარულიძეა.
ენდი ძიძავა ერთადერთი ქალი მსახიობია, რომელმაც წელს საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრიზი მიიღო.