ფესტივალი 27 ივნისს ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში გაიმართება.
იმერული ოდის აივანზე მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების, ფერწერული ტილოებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში თავიანთ რეპერტუარს იმერეთის რეგიონის სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლები წარმოადგენენ. გალა კონცერტზე ფოლკლორული ჯგუფი: ,,რეგიონი” იმღერებს.
ნიკო ლორტქიფანიძის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდა. პროექტისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 63 816 ლარი გამოიყო. სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ ჩუნეშში ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და მუზეუმის ეზოში ამფითეატრის კაპიტალურ განახლებას გეგმავს.