“ქუთაისის მერი სარეზერვო ფონდიდან ყოველდღირად დაახლოებით
1500 ლარს ხარჯავს,”-განცხადებას “ევროპული საქართველოს” დეპუტატი მერაბ მეშველიანი აკეთებს.
მეშველიანი განმარტავს, რომ გასულ წელს სარეზერვო ფონდმა 524 000 ლარი შეადგინა. მისივე თქმით, წელს ფონდიდან ჯამში 93 753 ლარი დაიხარჯა, მათ შორის 79 053 ლარი მატერიალურ დახმარებაზე, ხოლო 7 500 ლარი კულტურულ ღონისძიებებზე.
მეშველიანის განმარტებით, გაურკვეველია, თუ რაში ხარჯავს მერი ყოველდღიურად 1500 ლარს. მისივე თქმით, საჭიროა საკითხი შესაბამისმა კომისიამ შეისწავლოს.
საკრებულოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ლატარიას თქმით, მატერიალური დახმარებისათვის მერიაში ბევრი ადამიანი მოდის. ლატარია დარწმუნებულია, რომ თანხები მიზნობრივადაა დახარჯული.