ქუთაისის საბავშვო ბაღებში
გერმანიიდან გამოგზავნილი საჩუქრები გაანაწილეს.
სათამაშოები პატარებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაურიგა. ჭიღვარიას თქმით, საბავშვო ბაღები ადგილობრივი ხელისუფლების განსაკუთრებული საზრუნავია.
ქუთაისის საბავშვო ბაღებს სათამაშოები გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა ლაშა ამყოლაძემ აჩუქა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავდა, რბილი სათამაშოები ბიზნესმენმა საკუთარი სურვილი გამოგზავნა.
სათამაშოების ღირებულება 2005 ლარს შეადგენს.