“თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი,
2018 წლის პირველი მაისიდან კიდევ უფრო მკაცრდება, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს მოწევა იკრძალება შენობა-ნაგებობებში.
პირველი მაისიდან სიგარეტს ვეღარ მოწევთ:
ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში (გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა);
საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერისა);
საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;
სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება;
მოწევა იკრძალება კაფე-ბარებსა და რესტორნებშიც.
“თამბაქოს შესახებ კანონი” პარლამენტმა მესამე მოსმენით გასულ წელს მიიღო.