2016 წლის ივნისში მომხდარი ავარიის შესახებ
სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. საქმე ეხება 2016 წლის ზაფხულში ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხევას, რომლის დროსაც მერაბ კვირიკაშილის მეუღლე, გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე და მათი მეგობარი დაღუპა.
გიორგი პაპასკირის დედა ნანა თოდუა ავარიაში მონაწილე მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის დასჯას მოითხოვს. თოდუა სოციალურ ქსელში წერს, ავარია სწორედ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიწვია, რომელიც BMW X5-ის მარკის ჯიპით 170-180 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.
დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით კი დგინდება, რომ კვირიკაშვილის ბრალეულობა არ ყოფილა.
პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 15 საათზეა ჩანიშნული.