ჭიათურის მერიის ინფორმაციით,
თურქული კინოკომპანია ,,KONTAK FILM” ჭიათურაში ფილმს გადაიღებს.
ნამუშევრის სახელწოდებაა “ჩრდილის ქვეშ” (IN THE SHADOWS).
კომპანიის წარმომადგენლებს ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე შეხვდა.
მხარეებმა ფილმის გადაღების შესახებ სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
გადაღებები 2018 წლის მარტში დაიწყება და 5 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.