ფონდმა ,,ქართუმ” დღეს ქუთაისს
ბავშვთა რაგბის აკადემია, ბაზა, ახალი მოედნები და სავარჯიშო დარბაზები მფლობელობაში გადასცა. – ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქს” ქუთაისის მერიიდან აცნობეს.
შეთანხმებას ფონდის წარმომადგენელთან ერთად ქუთაისის მერმა მოაწერა ხელი. მოწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პროექტის ღირებულება რამდენიმე მილიონი ლარია, რომელიც სრულად ფონდმა ,,ქართუმ” დააფინანსა. რაგბის ბავშვთა აკადემიის ბაზაზე დღეს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია იმერეთის მხარის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან, ვიცე გუბერნატორ გრიგოლ დალაქიშვილთან და ქუთაისის მაჟორიტარ გენადი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ქუთაისის მერის განცხადებით, რაგბის აკადემიის ფუნქციონირება ქუთაისში კიდევ უფრო მეტად დააინტერესებს ახალ თაობას სპორტით. მოხდება მათი მაქსიმალური ჩართულობა და დაინტერესება სპორტის ამ სახეობით.
,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი რისთვისაც მადლობას ვუხდი ფონდ ,,ქართუს” მსგავსი აკადემია ქუთაისში არასდროს ყოფილა და ეს კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და უფრო მეტი ბავშვი დაინტერესდება სპორტის ამ სახეობით,”- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.