ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის
მშენებლობაზე აფეთქება მოხდა. ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში გვირაბის მშნებელობაზე დასაქმებული 3 მუშა დაშავდა.
რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ინფორმაციით, მუშები მძიმედ დაშავდნენ. 61 წლის დავით მელქაძე სამედიცინო დახმარების მანქანით თბილისში გადაიყვანეს, 58 წლის ფირუზ გოგნაძე და 45 წლის ნიკოლოზ კაკიაშვილი ხერხემლისა და ზურგის ტრამვით, კიდურების მოტეხილობით ხაშურის საავადმყოფოში მოათავსეს.